შსს–ს ინფორმაციით, ყველა ობიექტზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ:

 

“ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ 112–ში არ შესულა, უშუალოდ ობიექტებზე დარეკეს და განაცხადეს, რომ ბომბია. მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს მუშაობა”, – აცხადებენ შსს–ს პრესსამსახურში.

 

გამოძიება სამივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის პასუხისმგებლობის ზომია. გარდა ამისა, ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამკაცრდა 112-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *