ახალი ამბები

დესტაბილიზაციის მოწყობას აქ მხოლოდ პოლიცია ცდილობს – სარალიძის პასუხი გახარიას

11 ნოემბერი, 2018 • 1283
დესტაბილიზაციის მოწყობას აქ მხოლოდ პოლიცია ცდილობს – სარალიძის პასუხი გახარიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

სარალიძე გიორგი გახარიას სთხოვს, დააკონკრეტოს, რას გულისხმობს, როცა აქციაზე მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის ქონაზე საუბრობს.

“ის კონკრეტული ინფორმაცია მე თუ არ მითხრა, არც მალხაზ მაჩალიკაშვილს და არც საზოგადოებას, ვერაფერს გავიგებთ, ხომ? იქნებ ჩვენც გვაინტერესებს, ვინ რას აპირებს? იქნებ არსებობს მესამე ძალა, რომელიც მართლა რაღაცას აპირებს?

დესტაბილიზაციის მოწყობას აქ მხოლოდ კრიმინალური პოლიცია ცდილობს, მეტი არავინ. არცერთ ადამიანთან არ გვქონია პრეტენზია ან შეხლა-შემოხლა და არც გვექნება არასდროს. თავად პოლიციელები დაადასტურებენ, რომ მოსახლეობასთან არავითარი შეხება არ გვაქვს”, – უთხრა ზაზა სარალიძემ “ნეტგაზეთს”.

გახარიას განცხადების იმ ნაწილს, რომ პარლამენტთან “საჭიროზე მეტი კარავია”, სარალიძემ ასე უპასუხა:

“ყოველ საღამოს გამოიაროს ბატონმა გახარიამ, რამდენი ადამიანი რჩება აქ ღამით სიცივესა და ყინვაში და მერე შეაფასოს თავისი განცხადება.

“ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია ბატონმა გახარიამ. მისცეს ჩემი შვილის მკვლელები პასუხისგებაში. აღარც აქცია იქნება და აღარც არაფერი”.

“გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციაზე” – გახარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი