ახალი ამბები

შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 მაისი, 2014 • • 927
შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

როგორც შსს–ში აცხადებენ, სოსო დ-მ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში შურისძიების ნიადაგზე ნიაზ დ-ს ყელის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნიაზ დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


“სამართალდამცველებმა სოსო დ. დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – ნათქვამია შიანაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


მათივე ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი