ახალი ამბები

ივანიშვილი პატრიარქს ოჯახთან ერთად შეხვდა

10 ნოემბერი, 2018 • 2202
ივანიშვილი პატრიარქს ოჯახთან ერთად შეხვდა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ის პატრიარქ ილია მეორეს გუშინ, 9 ნოემბერს შეხვდა. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ილია მეორის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიდის არჩევნები, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება “ღირებულ არჩევანს გააკეთებს, თუმცა კითხვები ბევრია”.

„მემგონი, ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად, ამ არჩევნებით. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მან.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საპატრიარქოს არაერთი პოლიტიკოსი ესტუმრა. მათ შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან, ნიკა რურუასთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად.

ივანიშვილი და მისი ოჯახი ილია მეორესთან ერთად. ფოტო: ბერა ივანიშვილი/Facebook

მასალების გადაბეჭდვის წესი