ახალი ამბები

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

18 მაისი, 2014 • • 2350
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

თავად გიგა უმეკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მეტი დეტალების განმარტება მან ჩვენთან საუბარში არ ისურვა.

 

უმეკაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის 28 მარტს დაინიშნა.

გიგა უმეკაშვილი
გიგა უმეკაშვილი

 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2009 წლის 30 იანვარს შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №44 ბრძანების საფუძველზე. სააგენტოს მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში.

სააგენტოს ეგიდით ხორციელდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი