ჟურნალისტებს ამის თაობაზე კრიზების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენის გამო გავრცელებული ინფორმაცია, რომ იყო მსხვერპლი, არ დასტურდება:
“დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს”.
ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა სამთავრობო სტრუქტურა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები.
“პრემიერის დავალებით, დარიალის ხელობაში ჩადიან საქართველოს შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.
დარიალის ხეობაში უახლოეს ხანში ჩავა პრემიერ-მინისტრი და გაეცნობა ვითარებას. უკვე განხორციელდა სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია. ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება, რის გამოც პანიკის საფუძველი არ არსებობს”.
ღირსიაშვილის განცხადებით, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას სისტემატიურ რეჟიმში მიაწოდებენ.





