ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

16 მაისი, 2014 • • 2758
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

როგორც თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და საარჩევნო კანდიდატი, გუგა როგავა აღნიშნავს, საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული პრობლმის მიუხედავად, არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს.



თსუ–ს თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის თქმით, არჩევნებზე მხოლოდ ორი ტიპის კანდიდატები: 141 დამოუკიდებელი და 20 სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წკანდიდატები მონაწილეობენ.



სხვა ფაკულტეტებთან შედარებით  იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტებზე არჩევნების ოპოზიციური კანდიდატები უფრო ჭარბად არიან წარდგენილი. ორგანიზაცია “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებამ“ იგივე  “TSU Union-მა”  ოპოზიციური კანდიდატები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოადგინეს.

 

თსუ–ს მე–2 კორპუსი
თსუ–ს მე–2 კორპუსი



არჩევნებს როგორც მოხალისე სტუდენტები, აგრეთვე, სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაცია აკვირდება : “ადამიანი–კანონი–თავისუფლება” “ახალგაზრდა ადვოკატები”  ორგანიზაციები  “რეაქტორი”  და ” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.



არჩევნების პირობების მიხედვით, პირველ და მეორეკურსელ სტუდენტებს 7 ხმის მიცემის უფლება აქვთ, ხოლო მე–2 და მე–3 კურსელთათვის მხოლოდ 3 ხმის მიცემის უფლებაა გამოყოფილი. არჩევნები 7 საათამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი