ნეტგაზეთი | სომხეთში პრეზიდენტის და პრემიერის სასტუმროებისა და კვების ხარჯები საიდუმლო ხდება სომხეთში პრეზიდენტის და პრემიერის სასტუმროებისა და კვების ხარჯები საიდუმლო ხდება – Netgazeti
RU | GE  

სომხეთში პრეზიდენტის და პრემიერის სასტუმროებისა და კვების ხარჯები საიდუმლო ხდება

სომხეთის პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერისა და პრემიერ-მინისტრის ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოება უნდა გახდეს – ამ საკანონმდებლო წინადადებით სომხეთის მთავრობა გამოვიდა

კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოება გახდება აღნიშნული პირების ხარჯები კვების, სასტუმროებისა და მათი მივლინებების შესახებ, ვინაიდან კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ამ ინფორმაციის გასაჯაროება თანამდებობის პირების უსაფრთხოებას რისკს უქმნის. 

 

ამასთან, როგორც სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად ქცევის შესახებ იდეა მას შემდეგ დაებადა ხელისუფლებას, რაც პრემიერ-მინისტრის, ტიგრან სარქსიანის ერთ-ერთი ვიზიტის ხარჯები [200 ათასი აშშ დოლარი] გასაჯაროვდა. 


სერჟ სარქისიანი, სომხეთის პრეზიდენტი
სერჟ სარქისიანი, სომხეთის პრეზიდენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .