ახალი ამბები

სომხეთში 4 ჯარისკაცი დაიღუპა სატვირთოს ამობრუნების შედეგად

7 ნოემბერი, 2018 • 1773
სომხეთში 4 ჯარისკაცი დაიღუპა სატვირთოს ამობრუნების შედეგად

სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ გორისში სამხედრო სატვირთო მანქანის ამობრუნების შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

“რადიო თავისუფლების” სომხურენოვანი სამსახურის თანახმად, შემთხვევა 7 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა.

მათივე ცნობით, სატვირთოში მსხდომი 27 ადამიანიდან 17 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მანქანას სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა.

ჯერჯერობით არ გახმაურებულა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

დაღუპულთაგან ოთხივე 20 წლის იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი