6 ნოემბერს ვარკეთილში გაზის ინტოკსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო მისი მშობლების მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული ფაქტი დღის პირველ ნახევარში მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბავშვის ცხედარს ექსპერტიზაზა უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მძიმეა დაღუპული ბავშვის დედის და მამის მდგომარეობა, რომლებმაც ასევე ძლიერი გაზის ინტოქსიკაცია მიიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.