ახალი ამბები

თამარ ქალდანი: მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ბაზების გაყიდვა გახშირდა

15 მაისი, 2014 • • 1619
თამარ ქალდანი: მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ბაზების გაყიდვა გახშირდა

თამარ ქალდანი კონკრეტული შეთავაზებების შესახებ საუბრობს:

 

“ერთ-ერთი შეთავაზების თანახმად, 1 400 000 კერძო პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, ხოლო 120 000 კერძო პირის ელ.ფოსტის მისამართების ფასი 70 ლარია”, – ნათქვამია მის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მსგავსი ფაქტებით შეშფოთებული მოქალაქეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ.

 

“პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზების ყველა პოტენციური მყიდველი ხდება მონაცემთა დამმუშავებელი, იგი ვალდებულია, დარწმუნდეს მონაცემთა მოპოვება/შეგროვების კანონიერებაში და  უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა, მათ შორის მოქალაქის ინფორმირება, მისი მოთხოვნის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, უსაფრთხოება და სხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს მონაცემთა ბაზების მფლობელებსა და პოტენციურ შემძენებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და თავიანთი საქმიანობა კანონის ფარგლებში განახორციელონ.

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

მასალების გადაბეჭდვის წესი