ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ლგბტ ფორუმის ჩატარებას პოლიცია და ეკლესია ეწინააღმდეგებიან

6 ნოემბერი, 2018 • 1700
სომხეთში ლგბტ ფორუმის ჩატარებას პოლიცია და ეკლესია ეწინააღმდეგებიან

“სომხეთში ლგბტ ფორუმი არ შედგება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პოლიციის უფროსმა, ვალერი ოსიპიანმა განუცხადა.

როგორც პოლიციის უფროსი ამბობს, ფორუმის ჩატარების მოწინააღმდეგე პირადადაც არის. ოსიპიანი აცახდებს, რომ მსგავსი ფორუმები მოქალაქეების უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ლგბტ-ქრისტიანული ფორუმი სომხეთში 15-18 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

ფორუმის გამართვის საკითხი სომხეთის ეკლესიამაც განიხილა და განაცხადა, რომ “ჰომოსექსუალობის პროპაგანდა სომხეთის ეროვნულობასა და ადამიანების სულიერ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”.

ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით 2018 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია აქვს, თუმცა ეს პოზიციაც წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.

17 მაისიც – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, სომხეთში ყოველ წელს არამასშტაბურად  აღინიშნება.

“მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად უსაფრთხების ზომების მიღებაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ჰომოფობია და ტრანსფობია დიდ პრობლემად რჩება. ნეგატიურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობების მიმართ მედიაც ხელს უწყობს”, – ამბობს ალიკ უსტიანი, ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ახალი თაობის” თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი