ახალი ამბები

პროკურატურა: თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი და მისი თანამზრახველი

14 მაისი, 2014 • • 1312
პროკურატურა: თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი და მისი თანამზრახველი

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მჭედლიძემ და გამზაევმა პატიმრების ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოსძალეს თანხა 51 000 ლარის ოდენობით.  

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები პატიმრების ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ, თითქოსდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაკთა დახმარებით მსჯავრდებულებთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და მათ სასამართლო  დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

 

პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი