ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზადაა აზერბაიჯანი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზადაა – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზადაა

“აზერბაიჯანი სრულიად მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის,” – აცხადებს აზერბაიჯანის კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი ალი აბასოვი. 
მისი თქმით, ამჟამად ციფრული ტელევიზიის სიგნალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობს 98%-ზე ვრცელდება. 

 

ალი აბასოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 70%-ს აქვს.


“აზერბაიჯანი ამ მაჩვენებლებით დსთ-ს და ცენტრალური აზიის მასშტაბით ლიდერია,”- აცხადებს მინისტრი.

  

ინტერნეტის მოხმარების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს აზერბაიჯანში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა 85%-მდე იგეგმება.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვეთით “CRRC – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. 



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი