შსს არ აკონკრეტებს, რა გამოძიების ფარგლებში იყო ფარცხალაძე პოლიციაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა 5 ნოემბერს პოლიციაში ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.

შსს-მ “ნეტგაზეთს” 5 ნოემბრის საღამოს დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

მათი ცნობით, ფარცხალაძე დაბარებული იყო ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში “საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში”.

ამის შესახებ ინფორმაცია 5 ნოემბერს გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი2-მა. მათ კადრებში ჩანს, როგორ გამოდის ფარცხალაძე პოლიციის შენობიდან. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსთავი2-ის ვარაუდით, შესაძლოა, გამომძიებლებს მან ინფორმაცია მიაწოდა “ომეგა ჯგუფის” საქმესა და ე.წ. “სარდაფის ინციდენტზე”. როგორც “ომეგას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, ფარცხალაძე მას 4 მილიონი ლარს სძალავდა. ამავე საქმეში ფიგურირებს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, რომელმაც ამ საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ მისცა ჩვენება.

[წაიკითხეთ დეტალურად: ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე]

ოთარ ფარცხალაძის გვარი სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებს.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე”:

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com