“იტალიის ქალაქ სანტ-ანტიოკოში, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლებს სანტ- ანტიოკოსა და სოხუმს, სან-ჯოვანისა და ბიჭვინთას, და კაზალეტსა და ახალ ათონს შორის მოეწერა. აფხაზეთის მხარიდან ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სოხუმისა და ბიჭვინთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები- ალიას ლაბახუა და ბესლან არძიმბა, იტალიის მხრიდან კი, ქალაქების მერები – მარიო კორონჯიუ, ფედერიკო პალმასი და ანტონიო ვიგო.

 

ღონისძინებაში ასევე მონაწლეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ალხაზ ჩოლოკუა.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *