ახალი ამბები

5 წლის ბიჭი ჩინეთიდან, 15 გვერდიანი CV-ით და 10 000 წაკითხული წიგნით

5 ნოემბერი, 2018 • 1911
5 წლის ბიჭი ჩინეთიდან, 15 გვერდიანი CV-ით და 10 000 წაკითხული წიგნით

ჩინურ სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება მიიქცია შანხაიში მცხოვრები 5 წლის ბიჭის CV-მ, რომელიც 15 გვერდისაგან შედგება. ამის შესახებ BBC წერს.

ბიჭი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადის. დოკუმენტი, რომელიც მას ერთ-ერთ მოთხოვნად საშუალო სკოლაში მოსახვედრად სჭირდება, ბავშვის “უნიკალურ” პერსონალურ თვისებებს, არაერთ ჰობისა და “მრავალფეროვან” გამოცდილებას მოიცავს.

5 წლის ბიჭს ასევე მითითებული აქვს წაკითხული ჩინურ და ინგლისურენოვანი წიგნების რაოდენობა, რომელიც დოკუმენტის მიხედვით, 10 000-ს შეადგენს. მას ასევე რუკაზე აქვს მონშნული არაერთი ადგილი, სადაც გასული წლების მანძილზე უმოგზაურია.

CV-ში ასახულია მისი ყოველკვირეული ცხრილი სასწავლო აქტივობებიც ბიჭის დღიურის ფოტოებთან ერთად, რომლებშიც ინგლისურთან და ჩინურთან მიმართებით მისი წერითი უნარებია ასახული.

დოკუმენტის გამოჩენას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის ათობით ათასმა ადამიანმა გაიზიარა და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მომხმარებელთა ნაწილი ბიჭის უნარებით აღფრთოვანებულია, ნაწილი კი მის მშობლებზე მიანიშნებს და ამბობს, რომ 5 წლის ბავშვს ზედმეტად ტვირთავენ.

თავად ბიჭი აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს. CV-ში ის წერს:

“ცხოვრება მარათონია, ასაკი კი – ერთი უმნიშვნელო დეტალი”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საშუალო სკოლისათვის “მებრძოლი” ბავშვის CV ჩინეთში ყურადღებას იქცევს. აპრილში სოციალურ მედიაში გავრცელდა 6 წლის ბავშვის რეზიუმე, რომელიც ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მისაღებად, სადაც სულ 60 ადგილი იყო, 8 000 განმცხადებლიდან აარჩიეს. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ მან ლაპარაკი 3 თვის ასაკში დაიწყო, 3 წლის – ჭადრაკსა და ცურვას, ხუთი წლის ასაკში კი – კომპიუტერულ პროგრამებს სწავლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი