ნინო შუბლაძე, რომელიც იმავდროულად გადაცემა “პოზიციის” წამყვანიც იყო, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის გადაწყვეტილებას, “დროებით” შეაჩეროს საქმიანობა მედიასივრცეში, პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
“ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი”, – აცხადებს შუბლაძე.
ეს განცხადება ნინო შუბლაძემ 12 მაისს, გვიან საღამოს გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ პროფილზე და ჯერჯერობით მას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში 2003 წლიდან მუშაობს.





