კობიაშვილი გერმანიის ჩემპიონატში 1998 წლიდან თამაშობს. იგი სხვადასხვა დროს იცავდა ფრაიბურგის, შალკეს და ‘ჰერტას” ღირსებას. გერმანულ კლუბებში მან 50–მდე გოლი გაიტანა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, კობიაშვილს 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.











