ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია ყოველ რაიონში თითო საწარმო გაიხსნას

12 მაისი, 2014 • • 1640
ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია ყოველ რაიონში თითო საწარმო გაიხსნას

“წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ 80 ამბულატორიის გახსნა, ამას გარდა, უნდა მივხედოთ დასაქმების პრობლემას. მაისის ბოლოს ეკონომიკური განვითარების პროექტის პრეზენტაცია გვექნება. 2014 წელი ადგილობრივი წარმოების წლად გამოვაცხადეთ. ჩვენი მიზანია ყოველ რაიონში თითო საწარმო გაიხსნას. პრობლემა ბევრია, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ,” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სოფელ გორის რაიონის კარბში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ღარიბაშვილი სოფელ კარბში მოსახლეობას შეხვდა
ღარიბაშვილი სოფელ კარბში მოსახლეობას შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 12 მაისს წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში მართავს შეხვედრებს. 17:00 საათზე კი გორში, თეატრის წინ გაიმართება კოალიცია “ქართული ოცნების” შეკრება, რომელზეც კოალიციის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის ქალაქების გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური საარჩევნო შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა 3 მაისს იმერეთში გამართა და ქუთაისში წარადგინა ქართული ოცნების საარჩევნო კანდიდატები იმერეთის მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი