ახალი ამბები

“იდენტობა” ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ვირტუალურ სივრცეში აღნიშნავს

12 მაისი, 2014 • • 1371
“იდენტობა” ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ვირტუალურ სივრცეში აღნიშნავს

“იდენტობის” ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო არის დაშინებული ეკლესიისგან და მას არ შეუძლია დაიცვას ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად შეკრებული ადამაინები, ამიტომ ისინი უარს ამობენს საჯარო სივრცეში შეკრებაზე.

 

ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” შექმნა ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის თემაზე ჩაწერონ ვიდეომიმართვა, დაწეროს ესსე, შექმნას პოსტერი ან სლოგანი, რომლებიც ამ ბლოგზე მოგროვდება. 

 

ირაკლი ვაჭარაძის შეფასებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის გადაწყვეტილება 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადების შესახებ არასერიოზულია:

 

ჰომოფბიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე
ჰომოფბიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე

“არასერიოზულია, როცა ადამიანთა უფლებების ჯინაზე აკეთებ რამეს. სასაცილოა, როცა ოჯახის სიწმინდეს ქადაგებს ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთა დიდ ნაწილს არც ოჯახი ჰყავთ და არც შვილები. მგონია, რომ ეს არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანები გამოიყვანონ ქუჩაში და თუ რამე მოხდება, ეკლესია პასუხისმგებლობას აიცილებს თავიდან და იტყვის, რომ მან სხვა მიზნით გამოიყვანა ქუჩაში ადამიანები”.

 

ვაჭარაძე ამბობს, რომ ეკლესია ცდილობს 17 მაისს დიდი რაოდენობის ადამიანები გამოყვანას ქუჩაში, რათა მთავრობას აჩვენოს საკუთარი ძალა. 

 

17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღის მიზანი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტ (გეის, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება. 

 

17 მაისი სიმბოლურად დაემთხვა დღეს, როდესაც გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წელს დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2013 წლის 17 მაისს თბილისშიც აპირებდნენ აქციის გამარვას ლგბტ აქტივისტები, რისი საშუალებაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა არ მისცეს

 

ეკლესია 17 მაისის აღნიშვნას ეწინააღდმეგება და ამის საპირისპიროდ ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა

 ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013

მასალების გადაბეჭდვის წესი