ნეტგაზეთი | აფხაზეთში თურქეთიდან 80 ჟურნალისტი ჩავიდა აფხაზეთში თურქეთიდან 80 ჟურნალისტი ჩავიდა – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში თურქეთიდან 80 ჟურნალისტი ჩავიდა

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩიკირბამ იმ 80 თურქი ჟურნალისტის მიმართ პატივისცემა გამოხატა, რომლებიც, მისი თქმით, ანკარაში საქართველოს საკონსულოს მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, აფხაზეთში ჩავიდნენ.   

ჟურნალისტების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას როგორც აფხაზური, ასევე თურქული მედია ავრცელებს.


ვიაჩესლავ ჩიკირბას განცხადებით, ანკარაში საქართველოს საკონსულომ თურქეთში არსებული რიგი მედიების ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი წინადადებით, არ ეწვიონ აფხაზეთს. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელი საკონსულოში გასაუბრებაზე მიიწვიეს და აფხაზეთში ვიზიტი გადააფიქრებინეს.

 

„აფხაზეთის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მასზე ძალიან ცოტა რამ იციან. მათ შორის მეზობელ თურქეთში, სადაც რამდენიმეათასიანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს,”- ამბობს ჩიკირბა. 

 

მინისტრის თქმით, თურქეთი დაკავშირებულია ნატო-სთან, ევროპის კავშირთან და საქართველოსთან, ამდენად ძალიან რთულია მისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. 


“ჩვენ თანდათანობით შევეცდებით მის აღიარებას მივიაღწიოთ,“- განაცხადა მინისტრმა.

 

11 მაისს კონგრესის ფარგლებში თურქეთის ფედერაციის ჟურნალისტებსა და აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 

 

11 მაისს, თურქ და აფხაზ ჟურნალისტებს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი
11 მაისს, თურქ და აფხაზ ჟურნალისტებს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია