ახალი ამბები

31–ე ბატალიონი ავღანეთიდან დაბრუნდა

10 მაისი, 2014 • • 1250
31–ე ბატალიონი ავღანეთიდან დაბრუნდა

“სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ალექსეევკას აეროპორტში დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება და მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

31-ე ბატალიონის სამხედროები ISAF-ის მისიას, აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში, ჰელმანდის პროვინციაში 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

 

“ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონების კონტროლი იყო”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

31–ე ბატალიონი ავღანეთიდან დაბრუნდა
31–ე ბატალიონი ავღანეთიდან დაბრუნდა

მასალების გადაბეჭდვის წესი