ახალი ამბები

წალკის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

10 მაისი, 2014 • • 1087
წალკის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შსს–ში აცხადებენ, რომ სონია თასანოვამ მოქალაქეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გასატანად და სარეალიზაციოდ საქონლის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და გამოართვა 3000 ლარი.

 

“სამართალდამცველებმა სონია თასანოვა თანხის აღების ფაქტზე დააკავეს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი