ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილსა და ბაქარძეს ტოლი რეიტინგი აქვთ

9 მაისი, 2014 • • 1338
ღარიბაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილსა და ბაქარძეს ტოლი რეიტინგი აქვთ

“ნებბისმიერ ადამიანს შეიძლება ვკითხოთ, ქუჩაში გავაჩეროთ 10 ადამიანი, დავრწმუნდებით, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მინდა დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა ამ ინსტიტუტისადმი. რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ისმის NDI-ს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელზე, არ მინდა დისკუსიაში ჩავერთო და კომენტარი გავაკეთო. უბრალოდ, მსურს ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომელიც არის დაფუძნებული შემდეგ ინფორმაციაზე: სამწუხაროდ, NDI უმეტეს შემთხვევაში იყენებდა ადგილობრივ კომპანიას, რომელიც საველე სამუშაოებს ახორციელებდა. სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან”,- განაცხადა რარიბაშვილმა. 

 

პრემიერმა განმარტა, რომ ლევან თარხნიშვლი იყო ამ კომპანიაიის მენეჯმენტში ჩართული და ის უწევდა კოორდინაციას NDI-ს დაკვეთილ კვლევებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ იგი არ ენდობა ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებად კომპანიებს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“მე არ ვენდობი იმას, რომ ბატონ ბიძინას აქვს დათო ბაქრაძის ტოლფასი… ეს არის ძალიან დიდი გამოაშკარავება და საკუთარი თავის გაყიდვა. მოსახლეობა კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, თუმცა მე საპრეტენზიო არაფერი მაქვს NDI-სადმი”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერის ივანიშვილის რეიტინგი 23%-ით დაეცა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგს გაუტოლდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი