ახალი ამბები

ღარიბაშვილი: “რუსთავი 2” ერთი-ერთში ატარებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას

9 მაისი, 2014 • • 939
ღარიბაშვილი: “რუსთავი 2” ერთი-ერთში ატარებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას

“ჩვენ თუ გადავხედავთ, თუ რა მეთოდებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, სამწუხარო რეალობაა ის, რომ “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა ჩართული არის “ნავიონალური მოძრაობის” კამპანიაში. მე მოვისმინე, რომ თურმე მათ აქვთ კიდევ კადრები. სწორედ მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელმაც გაანადგურა ასობით და ათასობით ვიდეოფაილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. მე ვიყავი პიროვნება, რომელმაც დაასრულა ჩვენს ქვეყანაში უკანონო მოსმენები. “რუსთავი 2”-ის ხემძღვანელობას შეუვიძლია დაგვაბრალოს ყველაფერი, ეს ერთი-ერთში ატარებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას. 

 

ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები “რუსთავი 2”-ის ხელძღვანელობის მხრიდან., რომ ამ “სკანდალის” უკან დგას დღევანდელი ხელისუფლება. მე მინდა შევახსენო ამ ადამიანებს, რომ ის ადამაინები, რომლებიც ამტკიცებენ ამ “სიმართლეს”, ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც უკეთებდნენ ტირაჟირებას ბოლო 9 წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა დაამატა, რომ გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს მუშაობა და გაირკვეს სიმართლე. იგი დარწმუნებულია იმაში, რომ “რუსთავი 2”-ის ოფისში ფარული ვიდეოკამერების აღმოჩენასთან საქართველოს ხელისუფლებას კავშირი არ აქვს. 

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″ის მენეჯმენტმა 6 მაისს განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამაიამ თვალთვალზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა. 

 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ში აღმოჩენილი ფარული ვიდეოჩანაწერების ავტორი საქართველოს ხელისუფლებაა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი