“ორი მოწვეული ექსპერტი, ბულგარელი გეოლოგი და გერმანელი არქეოლოგი სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას. გადიან ინტენსიურ დამუშავებას ხელისუფლების მხრიდან, თითქოს საყდრისი თუ არ დაინგრა, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, რა მტკნარი სიცრუეა. ჩვენ არ ვიცით, ისინი რა დასკვნას დადებენ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ეს ფორმატი. ისინი თითქოს დატყვევებული ჰყავთ არ, აძლევენ საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალებას”, – განაცხადა აქციაზე მისულმა ცოტნე გამსახურდიამ.
კულტურის მინსიტრის ყოფილი მოადილე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ ბოლო დღეებში საყდრისი–ყაჩაღიანის ბორცვის ტერიტორიაზე მოხდა მცენარეული საფარის აღება, რაც საგანგაშოა:
“აუცილებელია ის ორი ექსპერტი, რომელიც იმყოფება საქართველოში, საკმაოდ საეჭვო მისიით შეხვდნენ ჟურნალისტებს, გამართონ პრეს–ბრიფინგი, რათა ფართო საზოგადოებას ეცნობოს მათი მისიის, მათი დავალების შესახებ და მათ მიერ ძეგლის ნახვისას მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ”, – განაცხადა მარინე მიზანდარმა.

![საყდრისზე სამუშაოდ მოწვეული ექსპერტებს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ [VIDEO] საყდრისზე სამუშაოდ მოწვეული ექსპერტებს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000025007.jpg)






