ახალი ამბები

შსს-მ ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

9 მაისი, 2014 • • 1149
შსს-მ ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ყირგიზეთიდან საქართველოში ორი პირი ჩამოიყვანა, ორივეს ჩამოართვა პასპორტები, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.

 

გამოძიება ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე პრიმა-ორი მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუქნტებით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი