ახალი ამბები

ბრძოლა ნდობის დაბრუნებისთვის -ნაციონალური მოძრაობის ყრილობა

8 მაისი, 2014 • 1013
ბრძოლა ნდობის დაბრუნებისთვის -ნაციონალური მოძრაობის ყრილობა

სპორტი სასახლე, რომელიც 10 ათას კაცს იტევს,  სავსეა პარტიის დელეგატებით მთელი საქართველოდან. ყრილობაზე ევროკავშირის ჰიმნი დაუკრეს, საქართველოსთან ერთად ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებიც ფრიალებს.

 

ყრილობის მონაწილეები ფეხზე წამოუდგნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.


ამ დროისთვის მონაწილეებს უკვე მიმართეს პარტიის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოქალაქეებს 24-საათიან მუშაობას და ქვეყნის ამუშავებას დაპირდა. 

 

 “უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ხალხის ნდობა” – განაცხადა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას. 


ნაციონალური მოძრაობა ყრილობის დასასრულს გამოაცხადებს ნაციონალური მოძრაობის კანიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 


“ყველა ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული ამ არჩევნებში”, – განაცხადა ბაქრაძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი