ახალი ამბები

პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანს შეხვდა

8 მაისი, 2014 • 938
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანს შეხვდა

8 მაისს იგი საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს შეხვდა.


პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გაეცნო აპარატის თანამშრომლებს და მოისმინა პრეზენტაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის  შესახებ.  

 

შეხვედრაზე განხილული იქნა პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, ინსპექტირების, კონსულტაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

„ჩემი ვიზიტის მიზანია პოლონეთის 15-წლიანი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და  ჩვენ მასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას  გამოვთქვამთ“, – განაცხადა ვიევიუროვსკიმ.

 

თამარ ქალდანის თქმით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლონეთის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ პოლონეთი კოორდინაციას უწევს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა თანამშრომლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

ვოისეჰ ვიევიუროვსკის და თამარ ქალდანის შეხვედრა
ვოისეჰ ვიევიუროვსკის და თამარ ქალდანის შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი