ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა პატივს უნდა სცემდეს

8 მაისი, 2014 • 857
რიჩარდ ნორლანდი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა პატივს უნდა სცემდეს

 შეხვედრა დახურული იყო და ნახევარ საათს გაგრძელდა. რიჩარდ ნორლანდმა თავის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი –  რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს ყველა თანაბარი პატივის უნდა სცემდეს და  მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი.


„დღევანდელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზვნილია ის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში. ჩვენ ვაკვირდებით. როცა საქართველო მუშაობს თავის წარსულისა თუ აწმყოს საკითხებზე, უმნიშვნელოვანესია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ასევე, სასამართლოს როლი მომავლის საქმეში, როდესაც მოსამართლეებს ექნებათ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. პატივისცემა უნდა იყოს იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელსაც საკონსტიტუციო სასამათლო იღებს“- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.


გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ  მათ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს:


„ბუნებრივია, ელჩი და საელჩო კონკრეტულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას ვერ მოახვევს სასამართლოს და საზოგადოებას, მაგრამ სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. აღინიშნა, რომ ამერიკული მხარე მხარს უჭერს და მომავალშიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის”.


თუ რა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს მხარეებმა სასამართლოს პატივისცემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებიათ.

რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი