ახალი ამბები

ჰეიგი: ასოცირების შეთანხმებით ექსპორტის ოდენობა გაიზრდება და მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება

8 მაისი, 2014 • • 1464
ჰეიგი: ასოცირების შეთანხმებით ექსპორტის ოდენობა გაიზრდება და მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება

“ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა. მე მინდა დავადასტურო ბრიტანეთის მხარდაჭერა საართველოს მიერ აღებული კურსის მიმართ, პროგრესისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. რეფორმების ჩატარება ამ მხრივ საკმაოდ რთულია, მაგრამ აქ საკითხი ისე არ დგას, რომ თითქოს ევროპა საქართველოს გარკვეული რეფორმების განხორციელებას აძალებს, იქნება ეს სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ სხვა, არამედ ეს თავად საქრთველოს წიაღიდან წამოსული სურვილია. გარკვეული ნაბიჯები ამისათვის გადასადგემელია და ეს დემოკრატიის წესია. მე მივესალმები იმას, თუ რაოდენ წარმატებით დასახა საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივები. ასოცირების ხელშეკრულება იძლევა იმის პოტენიალს, რომ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში. სავაჭრო ბრუნვა ამ მიმართლებით ალბათ წელიწადში 12 პროცენტს მიაღწევს. საქართველოში უფრო მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდება, უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, მომავალს წაადგება.”, – განაცხადა ჰეიგმა.

 

უილიამ ჰეიგი
უილიამ ჰეიგი

მასალების გადაბეჭდვის წესი