ახალი ამბები

არჩევნები საზღვარგარეთ – როგორ გადანაწილდა ქართველი ამომრჩევლის ხმა [რუკა]

29 ოქტომბერი, 2018 •
არჩევნები საზღვარგარეთ – როგორ გადანაწილდა ქართველი ამომრჩევლის ხმა [რუკა]

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი პოზიცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 57 უბანზე დააფიქსირეს.

ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 52.27% -მა (2861) გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, 22.49%- მა (1231 ხმა) სალომე ზურაბიშვილი არჩია, მესამე ადგილი, ხმების მიხედვით, დავით ბაქრაძემ დაიკავა 6.92%-ით (379 ხმა), ხოლო ხმის ოდენობით მეოთხე ადგილზე “გირჩის” პრეზიდენტობის კანდატი ზურაბ ჯაფარიძეა, რომელმაც ხმათა 5.7% (312) ხმა აიღო.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერაქციულ რუკას, რომელზეც ხმები ქვეყნებისა და უბნების მიხედვითაა განაწილებული. რუკაზე, ხმათა რაოდენობით მხოლოდ TOP 3 კანდიდატია აღნიშნული.

შენიშვნა: ნეტგაზეთმა მონაცემთა ბაზაში არ შეიყვანა ის კანდიდატები, რომლებსაც, სხვებთან ერთად, მხოლოდ ერთი ხმა ჰქონდათ მიღებული.ზოგ შემთხვევაში, კი პირველი 3 კანდიდატის ნაცვლად 4 ან 5 კანდიდატია ნაჩვენები, ვინაიდან, მათ ერთნაირი ოდენობის ხმები დააგროვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი