ახალი ამბები

იორმუღანლოში ექვსი ამომრჩეველი არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე

28 ოქტომბერი, 2018 • 871
იორმუღანლოში ექვსი ამომრჩეველი არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე

იორმუღანლოში ექვსი ამომრჩეველი არ შეუშვეს 38-ე საარჩევნო უბანზე. კომისიის წევრების თქმით, მათ არჩევნებში მონაწილეობა უკვე ჰქონდათ მიღებული, რადგან მარკირება ჰქონდათ გავლილი, თუმცა ამომრჩევლები ამბობდნენ, რომ ხელის გულზე წერტილები სხვადასხვა სამუშაოების გამო ჰქონდათ და არ ჰქონდათ მანამდე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული.

ექვსი ამომრჩეველი დღის მეორე ნახევარში, ერთი საათის შუალედში, მივიდა საარჩევნო უბანზე.

მსგავსი შემთხვევევა, რომ ამომრჩევლებს უარი უთხრეს არჩევნებში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ მათ უკვე ჰქონდათ ხმა მიცემული და მარკირება გავლილი, დღეს არაერთ სააერჩევნო უბანზე მოხდა. მსგავსი შემთხვევები დააფიქსირეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორებმა მარნეულში, ნინოწმინდაში და ზუგდიდში.

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი