ცნობილი გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომპანია “ფსიქოპროექტის” მიერ “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებილი ეგზიტპოლის შედეგები.
“ქართული ოცნების ეგზიტპოლით”, პრეზიდენტობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- სალომე ზურაბიშვილი – 52.3%;
- გრიგოლ ვაშაძე – 28.1%;
- დავით ბაქრაძე – 9.2%;
- სხვა კანდიდატები – 10.4
კვლევის ცდომილება, “ქართული ოცნების” ცნობით, 2-3%-ია.
“ფსიქოპროექტი” არის ზურაბ ბიგვავას მიერ დაფუძნებული კვლევითი კომპანია. თავად ბიგვავა კი უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
რადიკალურად განსხავებულია რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, აუცილებლად უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.
ზურაბიშვილი – 52.3%, ვაშაძე – 28.1%, ბაქრაძე 9.2% – “ქართული ოცნების” ეგზიტპოლი
