ახალი ამბები

კომისიის თავმჯდომარე ვაშაძის თანაგუნდელებზე: თვალების ბრიალით შემოვიდნენ [ვიდეო]

28 ოქტომბერი, 2018 • 2402
კომისიის თავმჯდომარე ვაშაძის თანაგუნდელებზე: თვალების ბრიალით შემოვიდნენ [ვიდეო]

ზუგდიდის 21-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ჟანა ყურუას თანახმად, უბანზე რამდენიმე ადამიანი “თვალების ბრიალით” შევიდა და არეულობა გამოიწვია. მათ შორის იყვნენ “ძალა ერთობაშიას” წევრები – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.

“თვალების ბრიალით შემოვიდნენ, თავიანთ დამკვირვებლებს მიმართეს რაღაცა თვალების ბრიალით და გვითხრეს, რომ არ არის აქ ისეთი სიტუაცია. მე არანაირი ექსცესი არ მქონია, არანაირი დარღვევა არ მქონია. […] წაგების სუნი აგდითო, ვის მიმართავდნენ, ვერ გავიგე, ასეთი დიალოგი ჰქონდათ”, – ამბობს ჟანა ყურუა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიცია ოქმს ადგენს.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, კომისიის წევრები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ინციდენტის პროვოცირება. “ძალა ერთობაშიას” წევრი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი