ახალი ამბები

კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ რუსთავი 2- თან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს

6 მაისი, 2014 • 903
კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ რუსთავი 2- თან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს

“დღეს გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  რუსთავი 2- ის მენეჯმენტის აუდიო-ვიდეოთვალთვალი ხორციელდება, მაღალი ალბათობით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამიტომ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონმდებლობა პირდაპირ და ცალსახად ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს და იმ კითხვებს, თუ ვინ, რა მიზნით, ან რის საფუძველზე გააკეთა ეს ყველაფერი, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი”,- განაცხადა კოჟორიძემ 6 მაისს.

 

მისი თქმით, “ამ ამბავში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად არის და აუცილებელია სათანადო და ობიექტური და ისეთი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს აღარ დატოვებს”.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დილით შეხვდნენ რუსთავის 2 -ის ხელმძღვანელობას, რომლებმაც არხზე სამართალდაცავების მხრიდან განხორციელებულ თვალთვალზე ესაუბრა.


არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” -მა საგანგებო განცხადება გააავრცელა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავები ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. 


არხის გენერალურის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი.


შსს-ს ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი