ახალი ამბები

ივანიშვილი: მეორე ტურის შანსი დაბალია, თუმცა ამის მცირე შესაძლებლობა არსებობს

28 ოქტომბერი, 2018 • 1204
ივანიშვილი: მეორე ტურის შანსი დაბალია, თუმცა ამის მცირე შესაძლებლობა არსებობს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა სასურველ კანდიდატს.

“დღეს ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას. ევროპა და კულტურა, ეს იქნება პატიცისცემა ჩვენი დიდი ისტორიისა, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ეგროპა”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ამის მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს. ხოლო, თუ მეორე ტური გაიმართება, ივანიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, კითხვა არ რჩება, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მაშინ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგის ორი კანდიდატი იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი