ახალი ამბები

ღარიბაშვილი “ინტერტრანსს” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

5 მაისი, 2014 • • 907
ღარიბაშვილი “ინტერტრანსს” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვლი დღეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერობის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჯიქიას შეხვდა. 

 

“ჩემი გუბერნიაში სტუმრობის მიზეზი არის გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს “ინტერტრანსმა”. მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში, რატომ ვერ მოახერხა კომპანიამ ხალხის დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას? ჩემთვის ყველა კერძო კომპანია და ბიზნესი, რომელიც კანონის ფარგლებში საქმიანობს, ძვირფასია, მაგრამ უპირველესი არის თითოეული ადამიანი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, კეთილი ინებოს კომპანიამ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. ვიცი, რომ აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია მერის მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორი. მოვუწოდებ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოგიწოდებთ, რომ იმოქმედოთ კანონის შესაბამისად”, -მიმართა პრემიერმა გუბერნატორს და მერის მოვალეობის შემსრულებელს.

ღარიბაშვილის შეხვედრა რუსთაველ მძღოლებთან დაკავშირებით
ღარიბაშვილის შეხვედრა რუსთაველ მძღოლებთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი