გამოკითხულთა 31% ეთანხმება, ხოლო 31% სრულიად ეთანხმება მოსაზრეობას, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი კვლავაც რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებად. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 10%, ხოლო სრულიად არ ეთანხმება 8%. გამოკითხულთა 17%–მა კი მიუთითა პასუხი – არ ვიცი.

 

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა არ ამართლებს ივანიშვილის მიერ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში შესაძლო ჩარევას. 49% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არ უნდა ერეოდეს, ხოლო 41% მიიჩნევს, რომ უნდა ერეოდეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *