ახალი ამბები

ორი პირი ყალბი ინვოისების დამზადებისთვის დააკავეს

3 მაისი, 2014 • • 1320
ორი პირი ყალბი ინვოისების დამზადებისთვის დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ინვოისების დამზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოყენების დროს მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე მოქალაქეები, ზ.ვ. და ა.გ.დააკავეს.

გამოძიებით დადგენილიარომ დაკავებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს  საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, სხვადასხვა დასახელების საქონლის გადმოტანისას მისი საბაჟო ღირებულების შემცირების მიზნით, დაამზადეს ყალბი ინვოისები და ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის გეზ“-ში საქონლის დეკლარირება მოახდინეს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი