ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ერევანშია

25 ოქტომბერი, 2018 •
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ერევანშია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი სომხეთში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში 25 ოქტომბერს ბოლტონი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშიანიანთან, უშიშროების საბჭოს  მდივანთან, არმენ გრიგორიანთან, თავდაცვის მინისტრთან, დავით ტონოიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზოგრაბ მნაცაკანიანთან.

ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრებზე მხარები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს.

ბოლტონი ერევანში ბაქოდან ჩავიდა, იქამდე კი მოსკოვში იმყოფებოდა.  აზერბაიჯანში ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა ყარაბაღის კონფლიქტი იყო.

თბილისში ბოლტონს ხვალ, 26 ოქტომბერს ელოდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი