ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოლდოვაში აფხაზური დელეგაცია არ შეუშვეს

25 ოქტომბერი, 2018 • 3421
მოლდოვაში აფხაზური დელეგაცია არ შეუშვეს

მოლდოვაში, კიშინიოვის აეროპორტის სასაზღვრო პოლიციამ დელეგატები აფხაზეთიდან ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა.

აფხაზური მედიის ცნობით, დელეგატთა შორის იყვნენ გუდაუთის რაიონის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია და დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში გარი კუპალბა, რომლებიც დნესტრისპირეთში ქალაქ დუბოსარის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ შეუშვეს.

როგორც გუდაუთის რაიონის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია ამბობს, მოლდოვაში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრეს და მიზეზები მათთვის უცნობია.

ფაქტები, როდესაც მოლდოვაში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები არ შეუშვეს, წინა წლებშიც დაფიქსირდა. მაშინ სოხუმი და ცხინვალი გადაადგილების შეზღუდვას თბილისის დირექტივებს უკავშირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი