სამინისტროს ინფორმაციით, 29 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ბრალდებული ქ. თბილისში, გლდანის #8 დაწესებულებაში მივიდა, სადაც საზოგადოებრივ მისაღებში, საშვების გამცემ განყოფილებაში, დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ა.ა-სთან შეხვედრის მოთხოვნით ყალბი ადვოკატის მოწმობა და მის მიერ დამზადებული ყალბი ადვოკატის ორდერი წარადგინა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
