ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ახალი პარტია “სომხური ოცნება” დააფუძნეს

24 ოქტომბერი, 2018 •
სომხეთში ახალი პარტია “სომხური ოცნება” დააფუძნეს

სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტია “სომხური ოცნება” დაარეგისტრირეს.

პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ხავერდოვანმა რევოლუციამ” სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე ხვედრისგან იხსნა და საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელია ახალი,  მმართველობის რეალურად დემოკრატიული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა.

პარტიის დამფუძნებლები არიან პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყაბარაბაღის ომის ვეტერანი არშაკ არსაკიანი და სხვები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი