აზერბაიჯანში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი შემცირდა

მიმდინარე წელს აზერბაიჯანში უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა რიცხვი 3 362 აბიტურიენტით შემცირდა. ამის შესახებ დღეს, 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის სტუდენტთა მიღების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, მალეიკა აბასზადემ განაცხადა. 

ოფიციალური მონაცემებით, წინა წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების 100 683 მსურველი იყო, მიმდინარე წელს – 97 321 [მათ შორის 8 762 – რუსულ სექტორზე]. 


სტუდენტთა მიღების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. 


“მაგალითად, თუ წინა წელს დაახლოებით 3 ათასმა აბიტურიენტმა პირველად ფაკულტეტად ჟურნალისტიკა აირჩია, წელს ამ ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა რიცხვი მხოლოდ 370-ია,”- განაცხადა აბასზადემ. 

 

მისაღები გამოცდები აზერბაიჯანში 12 ივლისს იწყება.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .