ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

1 მაისი, 2014 • • 1287
ღარიბაშვილი: კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის წარმოება ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა:

 

“ორი თვის წინ ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კამპანიას, სახელწოდებით “ეს შენ გეხება”, და მე მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი და რომ კატასტროფები ხდება თითოეული მოქალაქისთვის და იწყებენ დარწმუნებას მოქალაქეების, რომ დღეს ისევ გვისმენენ ყველა მოქალაქეს. მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავევნ ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


პრემიერის განცხადებით, ორი თვის წინ მისი დავალებით შექმნილმა ჯგუფმა იმ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მოსმენების საკითხს ეხება, მათ მუშაობა დღეს დაასრულეს და კანონპროექტი პარლამენტში გასაგზავნად მზადაა:


“სწორედ ჩემი დავალებით, ორი თვის წინ დაახლოებით, მე დავავალე ჩემს მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ მინდია ჯანელიძეს, რომელიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, აღნიშნული კანონპროექტის, ანუ იმ კანონპროექტის, რომელზეც ამხელა კამპანიაა აგორებული, ამ კანონპროექტის დამუშავება. მე შეგნებულად ეს კანონპროექტი გამოვიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შევქმენით საკოორდინაციო ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საბჭოში. ამ კანონპროექტზე მუშაობა გუშინ დასრულდა, პარლამენტი იყო აქტიურად ჩართული, შესაბამისი კომიტეტი და, შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასრულებული სახით გადავუგზავნოთ პარლამენტს, რომ ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეძლებისდაგვარად იქნას მიღებული”


ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც არასამთავრობოებმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინეს, კატასტროფის ტოლფასია:



“ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობოებმა, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, იყო პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფის ტოლფასი  და ეს საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საფრთხე შეექმნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას და ჩვენ ეს არ დავუშვით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი