ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონში არასტაბილურობას ქმნის”

30 აპრილი, 2014 • • 1274
“ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონში არასტაბილურობას ქმნის”

“პოსტსაბჭოთა სივრციდან აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაიჭრას. ყარაბაღის კონფლიქტი დღეს რეგიონში არასტაბილურობას ქმნის. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებას,”- აცხადებს აშშ-ის ელჩი.  

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში რამდენიმე დღის წინაც განაცხადა. 

 

რიჩარდ მორნინგსთარი; ფოტო: bakupost.az
რიჩარდ მორნინგსთარი; ფოტო: bakupost.az

მასალების გადაბეჭდვის წესი