დედაქალაქის მერის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე თბილისში არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, MAN-ის ფირმის ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლის ბოლომდე თბილისში 550-მდე ერთეული ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი იმოძრავებს. 2019 წლის შემდეგ კი ყველა ახალი ავტობუსი, რომელსაც დედაქალაქი შეიძენს, კალაძის თქმით, ელექტროენერგიაზე იმუშავებს:
“2020 წილიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. 2020 წლიდან იმ 550 ავტობუსს, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო”, – თქვა კალაძემ.