ახალი ამბები

მედიაგარემოს კვლევას “მოქალაქის” დაკვეთით TNS ჩაატარებს

30 აპრილი, 2014 • • 1323
მედიაგარემოს კვლევას “მოქალაქის” დაკვეთით TNS ჩაატარებს

“ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს. ვგეგმავთ კომპლექსური კვლევის ჩატარებას საქართველოში, მედიაგარემოს შესწავლას. უპრეცედენტოა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. მსოფლიოში, როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა ხდება წინასაარჩევნოდ, ხოლო ჩვენი პროექტის არის პერმანენტული. დაწერილია დროში და არანაირად არ არის მიბმული არჩევნებს”,- განაცხადა ჩხეტიანმა.

 

“მოქალაქის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება TNS-თან უკვე დადებული აქვს და ახლა მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. ჩხეტიანის თქმით, დროში გაწერილი პროექტი 1 წელიწადზეა გათვლილი და შესაძლოა შემდეგაც გაგრძელდეს, თუმცა ანალიზის პირველ შედეგს სამ თვეში დადებს.  

 

ქართუ ფონდის  გამგეობის თავმჯდომარე და  მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი
ქართუ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი

კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო მედიაგარემოს კვლევის ჩატარება, მან უპასუხა, რომ ამის კარგი მაგალითია დღევანდელი პრეკონფერენცია, რომელზეც “რუსთავი2”-ს ბრალი დასდო მისი საწინააღმდეგოდ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში. 

 

მედიაგარემოს ანალიზის გარდა, “მოქალაქე” ჟურნალისტების ტრენინგებსაც გეგმავს. ჩხეტიანის ცნობით, ამ ეტაპზე პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, ხოლო ტრენინგებზე დასწრების სურვილი რამდნეიმე ათეულმა ჟურნალისტმა გამოთქვა, რომელთა ვინაობა არ დაუსახელებია. 

 

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც “მოქალაქე” 2014 წლის სექტემბრიდან განახორციელებს, საქართველოს მასშტაბით სასკოლო ოლიმპიადის ჩატარებაა სამოქალაქო განათლების კუთხით. 

 

“ორგანიზაცია “მოქალაქის” ძირითად მიზანს წარმოდგენს სამოქალაქო თვითშეგნებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაღრმავება საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა განხორციელდეს ეს პროექტი და ჩატარდეს ყველა სკოლაში”,- განაცხადა ნიკა ჩხეტიანმა.

 

პროექტის განხორციელებაში ორგანიზაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი დაეხმარება. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის 27 იანვარს დააარსა. ივანიშვილის თქმით, ორგანიზაციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა

მასალების გადაბეჭდვის წესი